ირმა ალანიას რეფლექსია

 2017 წლის 27 ივნისიდან სსიპ მცხეთის მუიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში, ჩემს კოლეგა თამარ კასრაძესთან ერთად შევქმენი "საზაფხულო სკოლა - English Summer School". აღნიშნული სკოლის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის გაგვეუმჯობესებინა უცხო ენაზე კითხვი-ზეპირმეტყველების და საკომუნიკაციო უნარები. ასევე, მოსწავლეები სკოლის პერიოდში აქტიურად განახორციელებდნენ ურთიერთ შეფასებას რუბრიკების გამოყენებით, რაც მათთვის აფსოლუტურ სიახლეს წარმოადგენდა. სკოლის სამიზნე ჯგუფი გახლდათ მე-4 კლას დამთავრებული მოსწავლეები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი გახლდათ, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გაცნობოდნენ სწავლების და შეფასების განსხვავებულ სისტემას, ახალ პედაგოგებს, რათა მე-5 კლასში მათთვის უკვე მეტ-ნაკლებად ნაცნობი სიტუაცია დახვედროდათ.
  ჩემი ძირითადი სამუშაო გახლდათ დაგეგმილი გაკვეთილების ჩატარების მონიტორინგი, ანგარიშების მომზადება, მასალების შესაბამის ვებ-გვერდზე განთავსება, გაკვეთილისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. საგაკვეთილო პროცესში ჩართული ვიყავი, როგორც "თარჯიმანი", რაც მოსწავლეებისათვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა, ინგლისურის პედაგოგთან ერთად ვახდენდი შესასრულებელი დავალების მოდელირებას და ვაძლევდი ინსტრუქციათა განმარტებებს ქართულად.
  რაც შეეხება ხარვეზებს, საგაკვეთილო პროცებში ზოგჯერ ზედმეტად აქტიურად ვიყავი ჩართული. შემდგომში საჭიროდ მიმაჩნია, მასწავლებლები უფრო პასიურ როლში იყვნენ და მოსწავლეთა აქტიურობა უფრო მეტი იყოს.

No comments:

Post a Comment

Goodbye Summer School

   ინგლისური საზაფხულო სკოლა დასრულდა, სკოლის მოსწავლეებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.