თამარ კასრაძის რეფლექსია

 2017 წლის 27 ივნისიდან სსიპ მცხეთის მუიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში, ჩემს კოლეგა ირმა ალანიასთან ერთად შევქმენი "საზაფხულო სკოლა - English Summer School". აღნიშნული სკოლის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის გაგვეუმჯობესებინა უცხო ენაზე კითხვი-ზეპირმეტყველების და საკომუნიკაციო უნარები. ასევე, მოსწავლეები სკოლის პერიოდში აქტიურად განახორციელებდნენ ურთიერთ შეფასებას რუბრიკების გამოყენებით, რაც მათთვის აფსოლუტურ სიახლეს წარმოადგენდა. სკოლის სამიზნე ჯგუფი გახლდათ მე-4 კლას დამთავრებული მოსწავლეები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი გახლდათ, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გაცნობოდნენ სწავლების და შეფასების განსხვავებულ სისტემას, ახალ პედაგოგებს, რათა მე-5 კლასში მათთვის უკვე მეტ-ნაკლებად ნაცნობი სიტუაცია დახვედროდათ.
  ჩემი ძირითადი სამუშაო გახლდათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვა და განხორციელება. ყოველი გაკვეთილი ისე იყო დაგეგმილი, რომ მოსწავლეები ხალისით ერთვებოდნენ მასში. ახალი ლექსიკური ერთეულების პრეზენტაციისათვის ვიყენებდი სათამაშოებს, ნახატებს, რეალიებს, ვამუშავბდი წარმოთქმაზე. ლექსიკის განსამტკიცებლად ვაწყობდით სხვადასხვა თამაშებს მაგ. სიტყვების გამოცნობა, ბინგო, ჩამომხრჩვალი კაცი, დომინო. შემდეგ მოსწავლეები ეცნობოდნენ მოთხრობის პრეზენტაციას, კითხულობდნენ, გაითამაშებდნენ როლებში და ქმნიდნენ სიუჟეტის ამსახველ ნახატებს, აფასებდნენ ერთმანეთის პრეზენტაციებს რუბრიკების გამოყნებით.
  მუშაობის დროს გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, იყო შემთხვევები როდესაც მოსწავლეები არღვევდნენ დისციპლინას. უჭირდათ როლური თამაშების შემდეგ ეიფორიიდან გამოსვალა და სერიოზულ თემაზე გადართვა. შემდგომში, როლურ თამაშებს შუა გაკვეთილში არ ჩავრთავ, გაკვეთილის ბოლო ნაწილში გადავიტან.

No comments:

Post a Comment

Goodbye Summer School

   ინგლისური საზაფხულო სკოლა დასრულდა, სკოლის მოსწავლეებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.